როგორ გადავცვალო ვალუტა? *
*დღეს monX.ge-ზე შესაძლებელია მხოლოდ ლარის და აშშ დოლარის გადაცვლა. სხვა ვალუტები დაემატება მალე!!!
monX.ge გვერდზე შესვლისას ეკრანზე დაინახავთ საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ კურსს, კომერციული ბანკების გაცვლით კურსებს, monX.ge-ს ყიდვა/გაყიდვის კურსებს და ვალუტის კალკულატორს.
შეგიძლიათ მოსინჯოთ ვალუტის კალკულატორი - შეიყვანეთ თანხა/ვალუტა და კალკულატორი გადათვლის მას monX.ge-ს კურსით.
რეალური ოპერაციის შესასრულებლად საჭიროა (ა) გაიაროთ რეგისტრაცია (ბ) monX.ge - ს ანგარიშზე გქონდეთ თანხა რომლის გადაცვლაც გსურთ.
1. რეგისტრაცია
დააჭირეთ ღილაკს “რეგისტრაცია”, ეკრანზე გამოვა რეგისტრაციის ფანჯარა, სადაც უთითებთ პირად მონაცემებს და თქვენს პაროლს.
! ყურადღებით გადაამოწმეთ პირადი მონაცემები. monX.ge პასუხს არ აგებს თქვენს მიერ მითითებული პირადი მონაცემების სისწორეზე და/ან იმ უხერხულობაზე, მატერიალურ და მორალურ ზარალზე რაც შეიძლება დადგეს აღნიშნული მონაცემების არაკორექტულობის გამო.
რეგისტრაციის გავლის შემდეგ გაეცანით ხელშეკრულებას და დაადასტურეთ მონიშვნით. მონიშნეთ ასევე “მე არ ვარ რობოტი” შეტყობინება, გაიარეთ ე.წ. reCAPTCHA იდენტიფიკაციის პროცედურა და დააჭირეთ ღილაკს “რეგისტრაცია” ღილაკზე დაჭერის შემდეგ ეკრანზე გამოვა ველი, რომელშიც უნდა შეიყვანოთ თქვენს მობილურზე, monX.ge -ის მიერ გამოგზავნილი აქტივაციის კოდი. განაცხადის სრულად და კორექტულად შევსების და აქტივაციის კოდის მითითების შემდეგ monX.ge დაგიდასტურებთ განაცხადის წარმატებით შევსებას.
რეგისტრაციის შემდგომ თქვენ ხართ monX.ge -ის ავტორიზებული მომხმარებელი.
დააჭირეთ ღილაკით “ავტორიზაცია”, შეიყვანეთ თქვენი პირადი ნომერი და პაროლი, რის შემდეგაც შეგიძლიათ შეასრულოთ ვალუტის გაცვლა.
* monX.ge-ზე დარეგისტრირებისას, თქვენ ავტომატურად ხდებით mon.ge-ს ავტორიზებული მომხმარებელი და პირიქით, თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული mon.ge-ზე, შეგიძლიათ monX.ge-ზე ისარგებლოთ იგივე მომხმარებლით და პაროლით.
2. ვალუტის გაცვლა
არის ორი გზა:
1. როდესაც თქვენ გსურთ გადაცვალოთ კონკრეტული თანხა:
კალკულატორის ველში “ჩარიცხე” აირჩიეთ ვალუტა და ჩაწერეთ თანხა, რისი გადაცვლაც გსურთ (რაც თქვენ გაქვთ), ხოლო ველში “მიიღე” აირჩიეთ მხოლოდ ვალუტა - თანხა ჩაიწერება ავტომატურად.
2. როდესაც თქვენ გსურთ მიიღოთ კონკრეტული თანხა:
კალკულატორის ველში “მიიღე” აირჩიეთ ვალუტა და ჩაწერეთ თანხა, რისი მიღებაც გსურთ გადაცვლის შედეგად, ხოლო ვალში “ჩარიცხე” აირჩიეთ მხოლოდ ვალუტა - გადასაცვლელი თანხა ჩაიწერება ავტომატურად.
გადასაცვლელი და/ან მისაღები თანხების და ვალუტების არჩევის შემდეგ ყურადღებით გადაამოწმეთ მონაცემები, დარწმუნდით, რომ გსურთ მოცემული პირობებით (კურსით) ვალუტის გაცვლა და დააჭირეთ ღილაკს “კონვერტაცია”.
ამის შემდეგ monX.ge - ს შესასრულებლად გადაეცემა თქვენი განაცხადი ვალუტის გაცვლაზე.
იმისათვის, რომ შევძლოთ თქვენი განაცხადის შესრულება, საჭიროა, წინასწარ ან განაცხადის წარდგენიდან არაუმეტეს 15 წუთში monX.ge-ის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხოთ თანხა, არანაკლებ იმ თანხისა, რაც მითითებულია ველში “ჩარიცხე”. წინააღმდეგ შემთხვევაში დაკონვერტირდება თანხა, რომელიც ჩარიცხულია monX.ge-ის ანგარიშზე ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში განაცხადი გაუქმდება.
თუ განაცხადის შესრულებას დასჭირდება თქვენს მიერ ჩარიცხულზე ნაკლები თანხა, ზედმეტობა დაგიბრუნდებათ ანგარიშზე, არაუგვიანეს 2 საბანკო დღეში.
გაცვლის შედეგად მიღებული თანხა გადმოირიცხება დაუყოვნებლივ თქვენს ბანკში თქვენსავე მულტისავალუტო საბანკო ანგარიშზე.
*ერთ ოპერაციაზე მაქსიმალური დასაკონვერტირებელი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 8,000 ლარს ან 8,000 ლარის ექვივალენტს ნებისმიერ ვალუტაში.
თანხის ჩარიცხვა ანგარიშზე
რეალური ოპერაციის შესასრულებლად, საჭიროა თანხის ჩარიცხვა შპს “მონ იქსი”-ს საბანკო ანგარიშზე ვალუტის გადაცვლის ოპერაციის შესრულებამდე ან მას შემდეგ, რაც პროგრამა მოგთხოვთ შესაბამისი თანხის ჩარიცხვას. გაითვალისწინეთ, რომ თანხის გადმორიხცვა უნდა მოხდეს იმ (მულტისავალუტო) ანგარიშიდან, რომელზეც გსურთ შესაძენი ვალუტის ჩარიცხვა.
*მულტისავალუტო ანგარიში - ფიზიკური/იურიდიული პირის ანგარიში, რომელშიც გაერთიანებულია რამდენიმე სხვადასხვა ვალუტის საბანკო ქვე-ანგარიში, რომელზეც ცალ-ცალკე აღირიცხება თითოეული ვალუტის ნაშთები.
3. ოპერაციის დასრულება ან თანხის ჩარიცხვა
მას შემდეგ, რაც თქვენი მულტისავალუტო საბანკო ანგარიშიდან გასაყიდი ვალუტის შესაბამისი თანხა ჩაირიცხება ჩვენი კომპანიის საბანკო ანგარიშზე, ჩვენ შევძლებთ თქვენი ანგარიშის იდენტიფიცირებას. თქვენთვის სასურველი შესაძენი ვალუტა 15 წუთის განმავლობაში ჩაგერიცხებათ თქვენს იმ საბანკო ანგარიშზე, საიდანაც მოხდა გასაყიდი ვალუტის გადმორიცხვა.
თანხის გადმორიცხვა უნდა მოხდეს მხოლოდ თქვენი პირადი საბანკო ანგარიშიდან.
მიმღები: „შპს მონიქს“
ჩვენი საბანკო ანგარიშებია
დანიშნულება: კონვერტაცია